საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბაtopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.845-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 564.691 აცრა გაკეთდა.

სამედიცინო სფეროს და მთავრობის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ მოქლაქეებს, პანდემიის დასამარცხებლად დაიცვან რეკომენდაციები, რომლებსაც მათ სპეციალისტები აძლევენ.

კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სამედიცინო მუშაკი თანხმდება, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. გარდა ამისა, მოქალაქეებს მოუწოდებენ ატარონ პირბადე.