შანაე ბრუკი – “ქართული დამწერლობა მსოფლიოში ყველაზე ლამაზია” – რას წერდა მოკლული ავსტრალიელი საქართველოზე

შანაე ბრუკი - "ქართული დამწერლობა მსოფლიოში ყველაზე ლამაზია" - რას წერდა მოკლული ავსტრალიელი საქართველოზე“ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში” – წერდა ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაე ბრუკი, ქართულ დამწერლობაზე.

მისი სოციალური ქსელების მიხედვით კარგად ჩანს, რომ შანაეს საქართველო, მისი ბუნება, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები უყვარდა, ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეში, დადიოდა ლაშქრობებზე.

გარდა დამწერლობისა მას ძალიან მოსწონდა სთრით არტები და კედლის მხატვრობა, რაზეც არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ის წერდა, რომ ქართულსაც სწავლობდა.

ახალგაზრდა ქალს არაერთი მოგზაურობის და ლაშქრობის ვიდეო და ფოტო მასალა აქვს გამოქვეყნებული ფეისბუქშიც.

ერთ-ერთ პოსტში ის წერდა:

“ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + სრულყოფილი მარტოობა + ხეზე ასვლა + ექსპრომტი თავგადასავლები + ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები შუალედში … აი როგორ უნდა დაისვენო … მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს”.

მთავარი