“შუქი რომ ჩაქრა, შიშმა შემიპყრო, საოცარი ხედები ცეცხლად იქცა” – ია ადეიშვილი საბერძნეთში ხანძრების შესახებ

"შუქი რომ ჩაქრა, შიშმა შემიპყრო, საოცარი ხედები ცეცხლად იქცა" - ია ადეიშვილი საბერძნეთში ხანძრების შესახებსაბერძნეთში მყოფი ია ადეიშვილი ამ ქვეყანაში ხანძრის შესახებ ფესიბუქში წერს:

” ეგიოს” ზღაპრულ რეგიონში ვარ ერთი თვით. აქაც იმ საოცარი ხედების და სანაპიროების დიდი ნაწილი რასაც წინა კვირას გაჩვენებდით, ფერფლად იქცა.
არ მინდოდა ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება , მაგრამ უკვე კრიტიკული მდგომარეობაა . საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ცეცხლის ალშია გახვეული. ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება !(47 )
მეოთხე დღეა ამ მძიმე კადრებს თვალყურს ვადევნებ და შიშმა მხოლოდ მაშინ შემიპყრო, როცა შუქი ჩაქრა. წარმოდგენაც მიჭირს, ეპიცენტრში მყოფი ადამიანები რა მძიმე განსაცდელში არიან . უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.
კიდევ უფრო ტრაგიკული სანახავია გადამწვარი ფლორა და ფაუნა! ძლივს გადარჩენილი და თავშესაფრის მაძიებელი ცხოველების ბედიც ძალიან მაღელვებს.
ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა არასაკმარისია, რის გამოც არაერთი უკონტროლო კერა წარმოიშვა . იციან თავიანთი ქვეყნის კლიმატური პირობები , აქვთ წარსულის მწარე გამოცდილება , მაგრამ დიდი მასშტაბის ხანძარს მაინც სათანადოდ მოუმზადებელი შეხვდნენ !!!
გავმხნევდეთ და ვილოცოთ, უფალი დაიფარავს ამ ჯადოსნურ მიწას.”