სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდასოფელ სამებასთან კვლავ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 14:15 საათზე, სოფელ სამებასთან 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

სოფელ სამებასთან მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 09:43 საათზეც დაფიქსირდა.

იპნ