თბილისში 6 წლის ბავშვი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

თბილისში 6 წლის ბავშვი კოვიდ 19-ით გარდაიცვალათბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.

შემთხვევა დღეს მოხდა.

ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს ჰქონდა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, განუვითარდა სეპტიკური შოკი.

რუსთავი 2