წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრაწყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაანგრია. შემთხვევის ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს და ადგილობრივებიც მომხდარს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. როგორც ვაკის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ განმარტა, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. იქამდე კი სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე 130-მდე ოჯახს გაზის მიწოდებაც შეუწყდა, რადგან მიწის მასის ჩამოშლის ადგილას ბუნებრივი აირის მილი გადის.

ადგილზე თბილის ენერჯის წარმომადგენლებიც არიან მობილიზებული.

მთავარი