“ზურაც წავიდა ძმებთან” – ზურაბ სამადაშვილი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ზურაც წავიდა ძმებთან" - ზურაბ სამადაშვილი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა66 წლის ასაკში მწერალი და დრამატურგი ზურა სამადაშვილი გარდაიცვალა
“ზურაც წავიდა ძმებთან – Zura Samadashvili”, – დაწერა ფეისბუქში ლიკა უჯმაჯურიძემ და პოეტის ლექსი გააზიარა:
სიკვდილის შემდეგ მე დავბრუნდები,
როგორც სიცოცხლის უკვდავი არსი,
ცოცხლებისათვის მიუწვდომელი,
აუხდენელი სიზმარის მსგავსი.
დედამიწაზე ეს ჩემი სული
უსხეულოდაც დაიწყებს წანწალს
და ყოველ ღამით მოიწვენს გვერდით
დროს – გაშიშვლებულ, სისხლიან წაწალს.