Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 519 673-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 46, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

