111 წლის ლეონილა გვაჯავამ, რომელმაც კოვიდ 19 დაამარცხა, კლინიკა დატოვა

111 წლის ლეონილა გვაჯავამ, რომელმაც კოვიდ 19 დაამარცხა, კლინიკა დატოვარესპუბლიკური საავადმყოფო 111 წლის ქალმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 111 წლის ქალი დაახლოებით 10 დღე გადიოდა მკურნალობას. ის კლინიკაში დიანფიცირებისთანავე შეიყვანეს.

პაციენტი ლეონილა გვაჯავა თავის 80 წლის შვილთან გურამ ქვარცხავასთან ერთად კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს” – ამის შესახებ მან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, 111 წლის პაციენტი საკმაოდ ემორჩილებოდა ექიმების მითითებებს, მან სრულად გაიარა მკურნალობის კურსი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღემდე რჩება მისი 80 წლის შვილი. საავადმყოფოს ინფორმაციით, ის დღეს უნდა გამოეწერათ, თუმცა შესაძლოა ის ხვალ ციხილოთ გამოწერილთა სიაში.