ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა – 223, იმერეთი – 336, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი – 225, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

