“ჩემი შვილი საქართველოს სახელით არ გამოვა” – ვიზეა გაბრაზებული ავთო ხურციძის დედა

"ჩემი შვილი საქართველოს სახელით არ გამოვა" - ვიზეა გაბრაზებული ავთო ხურციძის დედაქართველი მოკრივე ავთო ხურციძე 14 სექტემბერს აშშ-ის ციხეს დროზე ადრე დატოვებს. განცხადებაში ის ამბობს, რომ სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს.

მოკრივის დედამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

– ჩემს შვილს ჩემი მთავრობა უნდა დახმარებოდა, ამერიკა კი არ უნდა დახმარებოდა. ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ ჩემი შვილი, ფეხზე არ ეცვა და ტანზე არ ეცვა, ტიტველი დადიოდა სავარჯიშოდ. არავინ ქრისტიანი კაცი არ ჩარეულა.

მადლობას ვის უხდის? ამერიკას უხდის მადლობას, დამეხმარაო, ჩვენი მთავრობა კი არ დაგვეხმარა, ის დაეხმარა და იმან გაუკეთა ყველაფერი.

არაფერი შეწყალება არაა, ვადა გაუვიდა, კარგად იქცეოდა. ახლა გააგრძელებს კარიერას, მაგრამ საქართველოს სახელით არ გამოვა, იმიტომ, რომ საქართველომ არაფრად არ ჩააგდო. რომ დაიჭირეს, ჩვენი სპორტის უფროსმა თქვა, ჩვენი სახელით არ გამოდის და ვერაფერს ვიზამთო. ჯიბეს რომ არ უვსებდა ჩემი შვილი, იმიტომ თქვეს მასე, თორემ აბა გაევსო ჯიბე, ასე თუ იტყოდნენ!