“ჩემს ძმას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა” – გიორგი დიდებაშვილს დახმარება სჭირდება

"ჩემს ძმას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა" - გიორგი დიდებაშვილს დახმარება სჭირდებაგიორგი დიდებაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდასტურდა და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა საზღვარგარეთ.

“ჩემს ძმას, გიორგის, 4 თვის წინ დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, დიაგნოზის დასმისთანავე დავიწყეთ მედიკამენტოზური მკურნალობა. ექიმიები, გვეუბნებოდნენ, რომ პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც გათვალისწინებული იყო.

მეორე ძვლის ტვინის ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, რემისიაც კი არ არის დაწყებული და მხოლოდ ახლა გვითხრეს, რომ საჭიროა ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება.

გთხოვთ მეგობრებო დახმარებას, გავერთიანდეთ გიორგისთვის ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ხმა მივაწვდინოთ ყველას,”- წერს ნანკა დიდებაშვილი.

საქართველოს ბანკი:

#GE19BG0000000357664300

მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი

თიბისი ბანკი:

#GE13TB7414345061100110

მიმღები: მარიამ ოდიშვილი

რუსთავი 2