ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპაესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევიოს მიზეზი ტვირთის არასწორი დასაწყობება იყო, რის გამოც ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა.

პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილია ინტოქსიკაციით.

“აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს,” – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

ბათუმელები