ბელგიის სერენის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
დღეს სერენი ანტვერპენში ადგილობრივ გუნდს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ მასპინძლებმა შემდეგ 2 გოლის გატანა მოახერხეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის შეხვედრაში ლოკერენს 3 გოლი გაუტანა, რის შედეგადაც სერენმა ის მატჩი 3:0 მოიგო და შემდეგ წრეში გავიდა.