გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა

ბელგიის სერენის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

დღეს სერენი ანტვერპენში ადგილობრივ გუნდს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ მასპინძლებმა შემდეგ 2 გოლის გატანა მოახერხეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის შეხვედრაში ლოკერენს 3 გოლი გაუტანა, რის შედეგადაც სერენმა ის მატჩი 3:0 მოიგო და შემდეგ წრეში გავიდა.