“გურიაში სახლში ჩატანებული იყო საეკლესიო ქვები, არ გაიხარა იმ ოჯახმა” – მაია ყუფარაძე

"გურიაში სახლში ჩატანებული იყო საეკლესიო ქვები, არ გაიხარა იმ ოჯახმა" - მაია ყუფარაძემამა პეტრე კოლხის გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“ პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკი მაია ყუფარაძე რამდენიმე დაუჯერებელი ისტორიის შესახებ ყვება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა წლების წინ გურიაში მომხდარა.

„ვნახე კერძო საცხოვრებელი სახლები, სადაც ჩატანებული იყო საეკლესიო ქვები, არ გაიხარა იმ ოჯახმა, ზოგი თვითონ ხვდება და მოდი ჩემთან. ვნახე ისეთი ოჯახი, სადაც სარდაფის გაღრმავება უნდოდათ და პირქვე დამხობილი ღვთისმშობლის ხატი იპოვეს, ალბათ დამალეს. ეს იყო 22 წლის წინ. ამ დროს ვხედავ მძიმე ენერგეტიკას, ვურჩევ ოჯახებს, ასეთ დროს ნაპოვნი ნივთები ეკლესიაში წაიღონ, ან მოძღვარს დაელაპარაკონ. ის ხატი ვიცი, რომ ტაძარში წააბრძანეს.

ეს ჩემთვის იყო მძაფრი შეგრძნება, რომ ასეთი რაღაც ვნახე. ამის შემდეგ გავიგე, რომ ამ სახლზე გული აიცრუეს და დღემდე იქ აღარ ცხოვრობენ“, – ამბობს მაია ყუფარაძე.

პრაიმ ტაიმი