“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი… გიჟი, გადარეული, ქარიზმატული” – 31 წლის ნუცა მაღლაკელიძე გარდაიცვალა

"ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი... გიჟი, გადარეული, ქარიზმატული" - 31 წლის ნუცა მაღლაკელიძე გარდაიცვალა31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელიც მძიმედ იყო ავად, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

ნუცას სიმ­სივ­ნე ფილ­ტვთან და გულ­თან ჰქონდა. იანვრის დასაწყისში სიმ­სივ­ნე მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში იყო.

რამდენიმე დღის წინ ნუცას ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

“არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამდენი თვის მანძილზე ვერ გავიაზრე, რომ მართლა შეიძლება დამარცხებულიყო.
გიჟი, გადარეული, ქარიზმატული – უყურებდი და სწავლობდი, როგორ უნდა იყო ბედნიერი.
ისე მიხაროდა, ჩემკენ რომ გადმოვიდა. ბევრი უნდა გვესეირნა და ბევრი უნდა მესწავლა მისგან.”
“ვერ მოვასწარი…ვერ გიშველით ჩემო სიყვარულო, ვერ გიყიდეთ ვერანაირი ფულით, მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგა და მაინც.”

“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი …  უბრალოდ გეტყვი. რომ მიყვარხარ” – წერენ ნუცა მაღლაკელიძის მეგობრები ფეისბუქში.