კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ბათუმელების ცნობით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით.
კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი.
„გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – განაცხადა ბათუმის ოპერის მომღერალმა აჩიკო გოგიტიძემ.
დედა-შვილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად მძიმდებოდა.
ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დედა გუშინ, გვიან ღამით, შვილი კი დღეს დილით გარდაიცვალა.

