ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, შემდეგ – 20 წლის რძალი – რა მოხდა აჭარაში

ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, შემდეგ - 20 წლის რძალი - რა მოხდა აჭარაშიგუშინ ბათუმში კოვიდ 19-ით 20 წლის ქალი გარდაიცვალა.

გასულ კვირას მისი დედამთილი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი ქედის მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს. 31 აგვისტოს ის კლინიკა „მედცენტრში“ მოათავსეს. მას 8 თვის შვილი ჰყავს.

პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს ახალგაზრდა ქალს სატურაცია 50 ჰქონდა.