კორონავირუსს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, რომელიც მკურნალობას ციციშვილის კლინიკაში გადიოდა.
„პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერებრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.

