კოტე ყუბანეიშვილი – “მწარე ტკივილმა გული დაფლითა, პანდემიაში ირგვლივ ასეთში ჩემი ალიკა სადღაც გაფრინდა…”

კოტე ყუბანეიშვილი - "მწარე ტკივილმა გული დაფლითა, პანდემიაში ირგვლივ ასეთში ჩემი ალიკა სადღაც გაფრინდა..."კოტე ყუბანეიშვილმა ალიკ დარჩიაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქში ლექსი მიუძღვნა:

“მწარე ტკივილმა გული დაფლითა
პანდემიაში ირგვლივ ასეთში
ჩემი ალიკა სადღაც გაფრინდა
ჩერნოგორიის მოუსავლეთში
მისი ფიქრებიც მუდამ ზღვა იყო
ხომ გიჟდებოდა დღეზე მზიანზე
ალიკა ნაღდი ჩემი ძმა იყო
შეყვარებული პოეზიაზე
აზრებს საკუთარს ვეღარ ვმართავ და
მთიდან ლოდივით ფსკერზე დავქანდი
ჩემი ცხოვრებაც ვგრძნობ რომ დამთავრდა
და მეჩვენება თითქოს გავქვავდი
თუმცა არ მინდა ავყვე პანიკას
და სამძიმრებიც მოსასმენია
მაგრამ როდესაც ვხედავ ალიკას
აქ გაუნძრევლად რომ ასვენია
გადააჭარბა ყველა მოლოდინს
ერთ ადგილზე რომ მოუსვენია
გადაიფრინა რადგან ბოლომდის
თავის ცხოვრების ოდისეია
როგორც უნდოდა ისე იცხოვრა
იხეტიალა იმოგზაურა
სხვადასხვანეირ ზღევბში იცურა
და იახტებზე იმეზღვაურა
ნებისმიერი სუფრის მშვენება
ტანით შერწყმულით კოხტად ლიჟებთან
მაგრად უყვარდა სახლის შენება
და იქ სტუმრების მიპატიჟება
ტკვილს რომ გრძნობდა თავის ერისას
მის სიტყვებს ქონდათ სხვა მნიშნელობა
მე კი დღეს თუ რამ მაინტერესებს
ხვალ უალიკოთ რა მეშველება”