“მისი კვალი იკარგება წოდორეთისკენ, მოძრაობდა მოტოთი” – გიორგი ჭოლოკავა იპოვეს

"მისი კვალი იკარგება წოდორეთისკენ, მოძრაობდა მოტოთი" - გიორგი ჭოლოკავა იპოვესბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს. როგორც თამუნა მუსერიძე წერს, გიორგი ჭოლოკავა თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელად არის.

ახალგაზრდა სამშაბათს, შუადღის 3 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა. ბოლოს ლისის ტბის ტერიტორიაზე, წოდორეთის მიმართულებით მოძრაობდა მოტოციკლით.

“სამშაბათს , შუადღის 3 საათზე სახლიდან გავიდა ჩვენი მეგობარი გიორგი ჭოლოკავა, (ჭოლო) კვალი იკარგება ლისის ტბის ტერიტორიაზე, წოდორეთის მიმართულებით, მოძრაობდა მოტოთი, ვისაც გეცნობათ, ან შეგინიშნავთ გთხოვთ მოგვწეროთ, არ დაიზაროთ, ყველამ გააზიარეთ” – წერდნენ ფეისბუქში.