ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივისნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის ერთი ნაწილის გამო, როდესაც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ
კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”
გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი — 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის იმდროინდელ სულ მცირე ათ დიდოსტატთან.“

ფორმულა