“პაციენტი კლინიკამდე მიიყვანა, მერე კი გული გაუჩერდა და წავიდა” – სოსო კვინიკაძის ღირსეული სიკვდილი

"პაციენტი კლინიკამდე მიიყვანა, მერე კი გული გაუჩერდა და წავიდა" - სოსო კვინიკაძის ღირსეული სიკვდილისაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ფიქრია შიომღვდლიშვილი წერს კოლეგის, სასწრაფოს მანქანის მძღოლის, სოსო კვინიკაძის შესახებ, რომელიც პაციენტის სტაციონარში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მას მოულოდნელად გული გაუჩერდა.

„გამორჩეულად პროფესიონალი იყავი და ასეც დაასრულე… მშვიდად, უსაფრთხოდ მიიყვანე ყველა დანიშნულების ადგილას და მერე წახვედი, სულ წახვედი…
არსებობს ღირსეული სიცოცხლე და ასე იცოცხლე… იშვიათად, მაგრამ ასევე არსებობს ღირსეული გარდაცვალება და შენ ესეც შეძელი…
აზრი არ აქვს აღარაფრის დამატებას, უბრალოდ, მშვიდობით სოსო, ჩვენო დიდო ტკივილო და ძვირფასო მეგობარო…“

გარდაცვლილის კიდევ ერთი ახლობელი წერს:

„კოლეგები და პაციენტი მშვიდობიანად მოიყვანა სტაციონარამდე, შემდეგ კი თვითონ მარადიულობაში გადასახლდა… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“