ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა – “შაბათის ეთერმა” საზარელი დანაშაულის სავარაუდო მონაწილის, გიორგი კავილაძის მამა ჩაწერა. კონსტანტინე კავილაძე “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში საპოლიციო ძალები იმყოფებოდნენ.
“პოლიცია აქაც იყო და შემდეგ იქაც დავიკითხე”- აცხადებს იმ ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელსაც ფიქრის გორაზე მომხდარი მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.