ოზურგეთში 87 წლის ქალის გაცოცხლების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
87 წლის მარგო ბაღიშვილის შვილები ტვ პირველთან ამბობენ, რომ წინა დღეს დედა სახლში გარდაცვლილი ნახეს, მას არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა.
ოჯახმა ტრადიციის მიხედვით, პანაშვიდი გამართა. მაშინ, როცა ცხედრის მოსათავსებლად მაცივარი უნდა მოეტანათ, შვილი შევიდა სასტუმრო ოთახში და დედა წამომჯდარი ნახა.
მარგო ბაღიშვილი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს.
ტვ პირველი

