რუსთავში კორონავირუსით 2-ჯერ აცრილი პირი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 72 წლის ბეჟან გოგატიშვილია, ის კოვიდ 19-ის მკურნალობის კურსს “კლინიკა რუსთავში” გადიოდა.
ფაქტი “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გარკვეული პერიოდის წინ, ჩაუტარდა აორტო-კორონალური შუნტირება, რამაც ვირუსის მართვა განსაკუთრებულად გაართულა.
ბეჟან გოგატიშვილი ორჯერადად სინოფარმით იყო აცრილი. მან ვაქცინის მე-2 დოზა, დაახლოებით, 2 თვის წინ გაიკეთა.
ინფო რუსთავი

