საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდასაქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა.

„მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.