საქპატენტის ყოფილმა თავმჯდომარე მინდია დავითაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლო მოუგო

საქპატენტის ყოფილმა თავმჯდომარე მინდია დავითაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლო მოუგოსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსის, მინდია დავითაძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში სამართლებრივი დავა მოიგო. ამის შესახებ მინდია დავითაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დროებით ეკრძალება საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებელი პირის გარდა, ვინმეს დანიშვნა აეკრძალა.

„მეგობრებო, მინდა ერთი სიახლე გაგაცნოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პრემიერს საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა აეკრძალა!

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას.

როგორც იცით, მას შემდეგ რაც უკანონოდ გამათავისუფლეს, სასამართლოში შევიტანე სარჩელი ჩემი დარღვეული უფლებების აღსადგენად, ამასთან, მოვითხოვე პრემიერ-მინისტრს, დავის გადაწყვეტამდე, აკრძალვოდა საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, როგორც ჩანს განხილველი მოსამართლისთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივ მხარეს.

თბილისის სააპელაციო სასასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პრემიერ-მინისტრს აუკრძალა საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა.

ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი სიგნალი საბოლოო გამარჯვებისკენ!“, – აღნიშნულია მინდია დავითაძის განცხადებაში.

დავითაძე აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ივნისამდე იკავებდა.

როგორც ის აქამდე აცხადებდა, მისი გათავისუფლება იყო უკანონო და ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს. ცნობისთვის, „საქპატენტის“ თავმჯდომარედ ის გიორგი გახარიამ დანიშნა.

იპნ