გახარიას დანიშნული საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ღარიბაშვილმა მეილით მოხსნა

გახარიას დანიშნული საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ღარიბაშვილმა მეილით მოხსნა“საქპატენტის” თავმჯდომარე ამტკიცებს რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეების მიმართ ხელისუფლება უკანონო მეთოდებს იყენებს, თავად კი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.

გურიის მხარეში, გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებს ვმართავდი. შუა შეხვედრის დროს, ჩვემთვის მეილის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ წინა დღეს თურმე პრემიერს გავუთავისუფლებივარ.

მიზეზი არ არსებობს გარდა ერთისა, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე, 2020 წლის თებერვალში დავინიშნე, ყოფილი პრემიერის, ბატონი გიორგი გახარიას მიერ.

ჩემი გათავისუფლებისთვის ხელისუფლებამ უკანონო მეთოდებო და გზები არჩია. რაშიც შრომის ინსპექცია ინსტრიმენტად გამოიყენა. მე აუცილებლად ვიბრძოლებ სამართლებრივად. ამ წვეყანაში, საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა დასრულდეს”,- აცხადებს დავითაძე.

ტვ პირველი