“თავზარდაცემული ვარ… სიცოცხლით სავსე ბიჭი…” – 26 წლის კოტე ლოლაშვილი კოვიდ 19-გან გარდაიცვალა

"თავზარდაცემული ვარ... სიცოცხლით სავსე ბიჭი..." - 26 წლის კოტე ლოლაშვილი კოვიდ 19-გან გარდაიცვალაკოვიდგართულებით თბილისის ერთერთ კლინიკაში დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის კოტე ლოლაშვილი გარდაიცვალა. ინტერმედიის ცნობით, ბოლო ხანს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ეს დედოფლისწყაროში კორონავირუსით ახალგაზრდის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ოჯახიდანაა. ის საზოგადოებას მცირე ასაკიდან, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლიდან ახსოვს. ბოლო ხანს ის ბიზნესში საქმიანობდა – სამშენებლო კომპანია ჰქონდა.

კოტეს და მის უმცროს ძმას კორონავირუსი 6 სექტემბრის დილას დაუდასტურდათ. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი ბოლო პოსტიც სწორედ 6 სექტემბერს, დილის 10:51 საათზე ფიქსირდება: „დაინფიცირებულ 1120 ადამიანში ორი ჩვენც მიგვათვალეთ“ — დაწერა კოტიკო ლოლაშვილმა.

კოტე ლოლაშვილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მის გარდაცვალებას ფეისბუქში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“დღე რომ დაიწყება ძალიან ცუდად, თავზარდაცემული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ. კოტე, უდიდესი ტკივილი ხარ, სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ, დაუჯერებელია შენი წასვლა,”

“ჩემო დიდო ტკივილო! მუდამ ჩემს გულში იქნები.”

“არ ვიცი რა ვთქვა… ღმერთო ჩემო ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს. რითი განუგეშო ჩემო გოგოვ… კოტე უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი… სიცოცხლით სავსე ბიჭი” – წერენ ფეისბუქში.