ბარსელონამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტმა კუმანს ამიშ შესახებ რაიო ვალეკანოსთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ აცნობა.
კუმანი გუნდს დღეს, 28 ოქტომბერს, გამოეთხოვება.
“ბარსელონა კუმანს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.