ბარსელონამ კუმანი მოხსნა

ბარსელონამ კუმანი მოხსნაბარსელონამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტმა კუმანს ამიშ შესახებ რაიო ვალეკანოსთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ აცნობა.

კუმანი გუნდს დღეს, 28 ოქტომბერს, გამოეთხოვება.

“ბარსელონა კუმანს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია  კლუბის განცხადებაში.