ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობსბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

“კურიერის” ინფორმაციით, ბერიძის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მოკლულ ანასტასია შატალოვას რამდენიმე თვის წინ დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს.