საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა – ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა

საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა - ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდათბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

“ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ სამართალდამცველები. პოლიციას არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა რომ გავიგე”,- ყვებიან ადგილობრივები.
მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე 5 -ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ.

რუსთავი 2-ის ცნობით, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი