“დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მეუფე იოსებ…“ – ვანო ჩხარტიშვილის ცოლი მეუფე იოსებს

“დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მეუფე იოსებ…“ - ვანო ჩხარტიშვილის ცოლი მეუფე იოსებსვანო ჩხრტიშვილის ცოლი, ნანა გოთუა შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მისამართით ფეისბუკში წერს:

“დამნაშავე უნდა დაისაჯოს მეუფე იოსებ…
სული ამოხადა ადამიანებს და თქვენ ბევრი იცით თქვენს ირგვლივ ასეთი ოჯახები.
პრეზიდენტობა ინდულგენცია კი არ არის , ყველაფერი გეპატიოს.
პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად , ვერ დაგეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ეს თქვენი ნებაა და ამაში ხელს ვერავინ შეგიშლით.
სამართალს ელოდა უამრავი გაუბედურებული ოჯახი და რას ვეუბნებით იმ ადამიანებს?
გამოუშვით მაშინ ციხიდან პატიმრები,იმათ დარწმუნებული ვარ, ასეთი მძიმე დანაშაული საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე , არ აქვთ ჩადენილი”

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და პეტიციას “თავისუფლება მიშას” გუშინ ხელი მოაწერა.

მეუფე იოსებმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ახსნა, თუ რატომ მოაწერა ხელი:
“უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას ასევე განისჯებით.
40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას, მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ხალხს, გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ” .