დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან მოზარდი გადმოვარდაუბედური შემთხვევა მოხდა დიდ დიღომში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 15 წლის მოზარდი გოგონა გადმოვარდა.

არასრულწლოვანმა მრავლობითი დაზიანება მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა ფანჯრიდან იხედებოდა.