დმიტრო რაზუმკოვი უკრაინის რადას სპიკერობიდან გადააყენეს

დმიტრო რაზუმკოვი უკრაინის რადას სპიკერობიდან გადააყენესუკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადას სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს. რაზუმკოვის გადაყენებას 284-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რაზუმკოვი უმაღლესი რადას სპიკერად 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩიეს. მანამდე ის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი იყო, რომელმაც რაზუმკოვი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ დმიტრო რაზუმკოვისთვის უნდობლობის გამოცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ინიციატივით მოხდა.

რაზუმკოვი ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული იმ კანონმდებლობის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო, რომელიც პოლიტიკასა და ბიზნესზე ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად და რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის სექტემბერში დაამტკიცა. რაზუმკოვის სურდა, კანონი, მიღებამდე, ვენეციის კომისიაში გადაეგზავნათ.

პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა ალექსანდრ კორნიენკომ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის დღის წესრიგის უკანონოდ დაბლოკვაში დაადანაშაულა.

იპნ