“ერთი გადაცემა საპატიმროშიც ხომ არ გადაგვეღო”… – მიხეილ სააკაშვილის წერილი ვანო ჯავახიშვილს

“ერთი გადაცემა საპატიმროშიც ხომ არ გადაგვეღო”… - მიხეილ სააკაშვილის წერილი ვანო ჯავახიშვილსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს უგზავნის. წერილი “ვანოს შოუს” ეთერში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

“ერთი გადაცემა საპატიმროშიც ხომ არ გადაგვეღო. ოღონდ მარტო კეთილი პერსონაჟები მინდა. კარგად გაგახდუნებთ და ფორმაში მოგიყვანთ და მერე, როგორც კი ჩამოვაღწევ სტუდიამდე, ყველანი ერთად ვიღადავებთ“, – ნათქვამია წერილში.