გომელაური: ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს, ე.წ სინკარებია გადმოწეული

გომელაური: ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს, ე.წ სინკარებია გადმოწეულიშინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში, ნანგრევებში ნაპოვნია მე-9 ადამიანის ცხედარიც. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება, ვინაიდან, მისი ვარაუდით, დაკარგული აღარავინაა.

მისივე თქმით, ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს.

“მშენებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება კიდევ მოხდეს კორპუსის რაღაც ნაწილების ჩამოშლა… – იცით, რომ ე.წ სინკარები, ბეტონები არის გადმოწეული და სანამ არ შეიკრიბებიან მშენებლები, როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა ან არჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს თუ არა, ამას ისინი გადაწყვეტენ. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, მოხდება მთელი ფლიგელის დემონტაჟი თუ მხოლოდ იმ ბეტონის”.- თქვა შს მინისტრმა.

კორპუსში მცხოვრებლებს დროებით საცხოვრებელს შესთავაზებენ.

ადგილიდან გაიყვანეს ჟურნალისტები და მაშველებიც.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.