კახი კალაძის მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახი კალაძის მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სახელისუფლებო გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მამა კარლო კალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყაროს ცნობით, კალაძე სამტრედიიდან თბილისში შვილის საგულშემატკივროდ აპირებდა წასვლას. ის თავდაპირველად სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე არსებულ კლინიკაში გადაიყვანა.

კარლო კალაძე სამედიცინო დაწესებულებაში დილის 5 საათზე გულის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს.