კოვიდ 19-ის გამო თბილისში 99 საბავშვო ბაღი დაიკეტა

კოვიდ 19-ის გამო თბილისში 99 საბავშვო ბაღი დაიკეტაბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.

ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.

იპნ