მაშველებმა ბათუმში 36 წლის ზვიად თავდგირიძე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

მაშველებმა ბათუმში 36 წლის ზვიად თავდგირიძე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანესბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთ მოქალაქეს მიაკვლიეს. მასსა და სამაშველო ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგა. როგორც 36 წლის ზვიად თავდგირიძემ მათ უთხრა, თავს შეუძლოდ არ გრძნობს, თუმცა დაზიანება აქვს ფეხზე მიყენებული, რომელიც ნგრევის შედეგად მიიღო.

რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი ამოიყვანეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

რუსთავი 2