„მოსალოდნელია “ტვინდემია,”  კორონავირუსის და გრიპის დატყუპება მოხდება” – ამირან გამყრელიძე

„მოსალოდნელია "ტვინდემია,"  კორონავირუსის და გრიპის დატყუპება მოხდება" - ამირან გამყრელიძედა­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო სამი დღეა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, თუ სი­ტუ­ა­ცია ასე გაგ­რძელ­და ქვე­ყა­ნა­ში “რთუ­ლი ნო­ემ­ბე­რი“ გვექ­ნე­ბა.

“იცით, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში და ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებ­და ბოლო ერთი თვეა – ინ­ცი­დენ­ტო­ბა, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც წა­მო­ვი­და ქვე­მოთ. მაგ­რამ ბოლო სამი დღეა შე­იმ­ჩნე­ვა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცია. ბოლო სამი დღეა წინა ორ კვი­რას­თან შე­და­რე­ბით, გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 300 ერ­თე­უ­ლით მეტი, ვიდ­რე

ეს იყო წინა სამ­შა­ბა­თი-ხუთ­შა­ბა­თის პე­რი­ოდ­ში. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი ფაქ­ტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვე­წყე­ბა ახლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა და ამას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­დეს. ამ პრო­ცესს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია შე­ა­ჩე­რებს. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ვარ­და, 9 ათა­სის ფარ­გლებ­ში ვართ ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს არის სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე აგ­ვის­ტო­ში და 2,5-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე სექ­ტემ­ბერ­ში გვქონ­და, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი.

ამას­თან, უკვე ცივი სე­ზო­ნია და მოვა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბიც, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდე­ბა გრი­პი. ახა­ლი ტერ­მი­ნი გაჩ­ნდა ე.წ. ტვინ­დე­მია – მოხ­დე­ბა ამ ორი ინ­ფექ­ცი­ის და­ტყუ­პე­ბა. თუ არ ავი­ცე­რით და იმუ­ნუ­რი ფე­ნის კრი­ტი­კუ­ლი მასა არ დაგ­როვ­და, რაც დღეს 55%-ის ფარ­გლებ­ში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონ­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი ნო­ემ­ბე­რი“, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.