პანდემია დასრულებისგან შორს არის – ჯანმო

პანდემია დასრულებისგან შორს არის - ჯანმოჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, კო­ვიდ-19-ის კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბის­გან შორს არის.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გაზ­რდის გზით, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი და პროგ­ნო­ზი­რე­ბი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბის­გან შორს არის“, – ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

19-წევ­რი­ა­ნი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სამ თვე­ში ერთხელ იკ­რი­ბე­ბა პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­სა­ცე­მად, ვირუ­სის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ასე­ვე და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბის ვენ­ტი­ლა­ცია.