“ქორწილის დროს ეს გონკაობა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ…” – ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი ავარიაში დაიღუპა

"ქორწილის დროს ეს გონკაობა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ..." - ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი ავარიაში დაიღუპაკი­დევ ერთი ტრა­გე­დია მოხ­და გორ­ში, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

გორი-იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე ქორ­წი­ლის კორ­ტე­ჟის ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და.

ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი კლი­ნი­კა­ში. კი­დევ ორი და­შა­ვე­ბუ­ლი კი მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და ოპე­რა­ცია უტა­რდე­ბა.

“ამბების” ცნობით, გარ­დაცვ­ლი­ლე­ბი არი­ან 18 წლის თაზო მუ­რა­დაშ­ვი­ლი და 27 წლის ფო­ტოგ­რა­ფი მიშო ვა­ნიშ­ვი­ლი. ამ უკა­ნას­კნელს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

დავით ჭალიძემ ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში დაწერა:

“გორის ავტობანზე დამოდენიმე საათის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა ფოტოგრაფი ….
პატარა ბიჭი, რომელსაც წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება.

რამდენჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, ვინ იცის, ქორწილის დროს ეს გონკაობა და გადამიღე ძმა გადამიღე და კამერით გადმოდი ფანჯრიდან უნდა აღმოიფხვრას, მარა ყველა ქორწილში ერთი ქსივიანია და გასდით ხოლმე.
უბრალოდ, კოკას ყოველთვის წყალი არ მოაქვს.”