„საპატრიარქოს პოზიცია არ არის მეუფეების განცხადება“ – ჯაღმაიძე სააკაშვილზე

„საპატრიარქოს პოზიცია არ არის მეუფეების განცხადება“ - ჯაღმაიძე სააკაშვილზესაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით მენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება საპატრიარქოს პოზიციას არ ასახავს.

“საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რომელიც კერძოდ გააკეთეს მათ. ძირითადად, თქვენი ტელევიზიები არის, რომელიც აპირისპირებს ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით ახლა შერიგებაზე? თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა…”, – აცხადებს ჯაღმაიძე.