„შემდეგ 2 თვეში ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„შემდეგ 2 თვეში ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი“ - ბიძინა კულუმბეგოვიბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე წერს:

,,ცივილური საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!

ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი

პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!

გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის!“

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.