სუსის მაღალჩინოსანი გაქურდეს

სუსის მაღალჩინოსანი გაქურდესსუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯონი მინაძე გაქურდეს.  მოპარულია მეხსიერების ბარათები, სადაც ე.წ. საიდუმლო ფაილები ინახებოდა.

ელექტრონული მოწყობილობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს სახლიდან მოპარეს. ასევე წაღებულია ტაბელური იარაღი,  ოქროულობა, ფული. შემთხვევა მარნეულში  მოხდა.

ჯონი მინაძესთან გასაუბრება “პირველებმა” სცადა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. მინაძის მეზობლები ადასტურებენ, რომ შემთხვევა დღისით მოხდა და პოლიციამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლო.

ტვ პირველი