„თუ ასე გაგრძელდა,  დადგება კოლაფსი და ვერცერთი ვერ გადავრჩებით” – ლევან რატიანი

„თუ ასე გაგრძელდა,  დადგება კოლაფსი და ვერცერთი ვერ გადავრჩებით" - ლევან რატიანითბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას აფა­სებს და ამ­ბობს, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და მი­ვი­ღებთ სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის კო­ლაფსს და რო­გორც რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს “ვე­რა­ვინ ვერ გა­დავ­რჩე­ბით.” აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან “რუს­თა­ვი 2”-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

“თუ ვაქ­ცი­ნა­ცია არ იქ­ნე­ბა მა­სი­უ­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ წარ­მო­ი­შო­ბა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი, ამი­ტომ სულ გვექ­ნე­ბა აღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, ვთქვათ პიკი, დაღ­მა­ვა­ლი, პლა­ტო, რომ არ იყოს სპო­რა­დუ­ლი ხა­სი­ა­თის ინ­ფექ­ცია (ჯერ ამა­ზე ლა­პა­რა­კი შორ­საა, მაგ­რამ…) ამი­ტომ უნდა მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის ლიკ­ვი­და­ცია.

ძა­ლი­ან მე­ში­ნია ხოლ­მე ამ სი­ტყვის, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, დად­გე­ბა პე­რი­ო­დი, ქვე­ყა­ნას კო­ვიდ­თან მებ­რძო­ლი სა­ე­ქი­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მალე არ ეყო­ლე­ბა. თუ ასე გაგ­რძელ­და, მო­ჭარ­ბე­ბულ, მო­ზღვა­ვე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ეს სა­ე­ქი­მო რე­სურ­სი ვერ გა­უძ­ლებს და დად­გე­ბა დრო, რა­საც კო­ლაფ­სი ჰქვია, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ და თუ ასე გაგ­რძელ­და, ვერც ერთი ვერ გა­დავ­რჩე­ბით”, – ამ­ბობს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.